დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს.
„ინფიცირების ამგვარი მატება უკავშირდება, როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას. რაც შეეხება კითხვას – ვაპირებთ, თუ არა მკაცრ „ლოკდაუნს“, ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 17 ადამიანი.