დღეს ვიწყებთ იპოთეკური სესხის პროგრამას ისეთი ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავს ახალშეძენილი შვილი - ღარიბაშვილი

პუბლიკა

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს იწყება სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები.

მისი თქმით,  ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა.

„ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის სწინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით  შესაძლებელი იქნება  როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ“, – აღნიშნა მან.