„აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს“ - იმნაძის რეკომენდაცია

პუბლიკა

„ჩემი პირადი რეკომენდაციებია, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს“, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძემ ეს რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოზეც გასცა.

მისი თქმით, სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაცია და პირბადის ტარებაა.