სამინისტროს 19 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე აცრილია - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე სამინისტროს 19 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე აცრილია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი თბილისის პარალელურად რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“, ასევე „ფაიზერის“ ვაქცინით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხდებაში.