საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19 -ით 48 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 5 352 ახალი შემთხვევა
ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გამოჯანმრთელდა 2 635 ადამიანი.
ჩატარდა 50 430 კვლევა. მათ შორის 30 564 – ანტიგენის ტესტით და 19 866 — PCR ტესტით.
პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით 6 230 კი გარდაიცვალა.