„სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება" - ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, ეს კი ეპიდემიოლოგებისთვის ნიშნავს, რომ ინფიცირების სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება – განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 9.33% ხოლო 7 დღის – 10.27%.

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 48 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 5 352 ახალი შემთხვევა