„როგორც ჩემთვის ცნობილია, კონცერტები არ გაიმართება და ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზბულ კონცერტებს შეეხებოდა.
„ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შესაბამის პირებთან გვქონდა კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაჰბრალდეს. ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს როგორც ორგანიზებულ კონცერტებთან, ისე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გაკონტროლდეს და არ შედგეს თავყრილობები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების წყაროდ იქცეს“ , – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.