42% ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვს – NDI

პუბლიკა

გამოკითხულთა 42% პასუხობს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

დასახლების სხვა ტიპებთან შედარებით, თბილისში მცხოვრები მოქალაქეები უფრო ინფორმირებულები არიან.

პანდემიასთან დაკავშირებულ მოლოდინზე საუბრისას, გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ ყველაზე ცუდი უკან დარჩა, ხოლო 42% ამბობს, რომ ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.