ვიმსჯელებთ, რომ სექტემბრიდან კვების ობიექტებსა და ა.შ. მოქალაქე დაიშვას აცრის ან ტესტის საფუძველზე – ღიბრაძე

პუბლიკა

„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რეკომენდაციით მიმართა საბჭოს, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა-სალონებში, ფიტნესსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს მხოლოდ ვაქცინაციის ერთი აცრის ან სრული კურსის, 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და  შესაბამისი გადაწყვეტილებას მიიღებს.

„სანამ არ ავცილდებით 10%-ს, მანამდე, ჯერჯერობით, დავუშვებთ, რომ ერთჯერადად აცრილი ადამიანიც იყოს დაშვებული დახურული ტიპის შენობაში, ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე. ან თუ ის აცრილი არ არის, ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გაკეთებული (და უარყოფითი) PCR-ტესტი ან ბოლო 24 საათში – სწრაფი ანტიგენის ტესტი. ეს საკითხი დღეს დავაყენეთ და საბჭო ამაზე კიდევ იმსჯელებს.

ამავე დროს ხაზი მინდა გავუსვა, 24- და 72-საათიანი PCR და ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.