ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტის რამდენიმე მიმართულება დაემატა - მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, 16 აგვისტოდან ოთხ სექტემბრამდე, მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დამატებით რამდენიმე მისამართზე მოემსახურება.

კერძოდ, მერიის განცხადებით, ავტობუსი მოქალაქეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცის (კოსტავას 77) მიმართულებით, გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია), 10:00-დან 20:00-მდე გადააადგილებს.

შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით კი, მგზავრებს 09:00-20:30 საათების განმავლობაში, მოემსახურება ავტობუსი, რომელიც გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან – დ. – პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ).

ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეგიძლიათ ნახოთ აქ.