შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი არ გვაქვს, საწოლების რაოდენობა 8 700-მდეა - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, რადგან კლინიკები გადატვირთულია.

„[შეზღუდვების] შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, სიტუაცია არის საკმაოდ რთულია, კლინიკები გადატვირთულია. მობილიზებულია 8 700-მდეა  საწოლი. მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს სექტორი, ამდენად ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით. ამაზე არის დღეს მთავარი აქცენტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


ბოლო 24 საათში  კორონავირუსით  78 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915  ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი ემსხვერპლა.