დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი SINOVAC-ის ვაქცინის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ჩინური წარმოების (Sinovac Life Sciences Co., Ltd) ვაქცინის ადმინისტრირების პერიოდი საშუალოდ 14 დღეა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2 დოზით ვაქცინირება და ანტისხეულების გამომუშავება შედარებით ნაკლებ დროში ხდება.
სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2021 წლის პირველ ივნისს მიენიჭა.
ვაქცინა ავტორიზებულია 39 ქვეყნის მიერ, მათ შორის: ბრაზილია, თურქეთი, ურუგვაი, ნეპალი, მექსიკა და სხვა.
სინოვაკის ვაქცინა 85-100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან”, – ამბობენ ცენტრში.
30 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 164 402 აცრა, 1 დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.3%. სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 13.4%. 29 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი.