დღეს თბილისში, ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ კლინიკაში დაუდასტურეს.
კლინიკის ცნობით, ბავშვს ჰქონდა ცერემბრალური დამბლა, განვითარდა ეპილეფსიური სინდრომი და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.
როგორც „პუბლიკას“ კლინიკაში უთხრეს, ოფიციალურ განცხადებას ექიმი 6 საათზე გააკეთებს.