86 გარდაცვლილი და 3034 ახალი შემთხვევა | 3 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათის განამავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 3034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 86 ადამიანი.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა; ქვეყანაში ჩატარდა 36 400 ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.72% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.98%.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 649 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა
  • აჭარა – 282
  • იმერეთი – 375
  • ქვემო ქართლი – 188
  • შიდა ქართლი – 213
  • გურია – 84
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 237
  • კახეთი – 289
  • მცხეთა-მთიანეთი – 72
  • სამცხე-ჯავახეთი – 69
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782 საიდანაც:

210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 120, აჭარაში – 911, იმერეთში – 1 099.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში – 679, აჭარაში – 185, იმერეთში – 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი,  მათგან თბილისში – 230, აჭარაში – 43, იმერეთში – 35.