ბოლო 24 საათში აიცრა 23 518 ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 15.3%

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, 3 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 259 391 აცრა;

1 დოზით ვაქცინირებულია 822 297 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 28.8%;

სრულად ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 15.3%;

ბოლო 24 საათში აიცრა 23 518 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განამავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 3034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა; გარდაიცვალა 86 პაციენტი.