ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებში, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებში – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს მონაცემები შეადარეს ვაქცინაციის პროპორციას ვაქცინირებულ მოსახლეობაში ავადობისა და ჰოსპიტალიზების მაჩვენებელს და გამოიკვეთა, რომ დაბალია აქტივობა 60 წელს ზემოთ.
მინისტრის თქმით, საბჭომ უნდა იმსჯელოს წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გააქტიურებს რისკის ჯგუფში შემავალი მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესში ჩართვას.