ჯერჯერობით რთულია ამაზე საუბარი, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღას - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით რთულია პროგნოზზე საუბარი, მაგრამ, სავარაუდოდ, ვირუსის ახალი ტალღას მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ.

„ვერასდროს ვერ გამოვრიცხავთ სამომავლოდ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და გარკვეულწილად სარისკო ქცევის პირობებში, ამდენად, რა თქმა უნდა, მოლოდინი ზოგადად არის, რომ შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღაც უნდა იყოს, ამისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული.

ჯერჯერობით რთულია, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი, ეს არ იქნება ახლო მომავალში, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღას, ნოემბრის დასაწყისი ძალიან ადრეა, უფრო ეს იქნება ახალი წლის შემდეგ“, – განაცხადა გაბუნიამ.