12 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 39 ადამიანი გარდაიცვალა.
გასული 24 საათის განმავლობაში 5289-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა 23 605-ს შეადგენს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.