სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 21.2% - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 13 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 507 986 აცრა.

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 902 457 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 31.6%.

NCDC-ის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 605 529 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 21.2%. ცენტრის ცნობით, გუშინ, 12 სექტემბერს აიცრა 14 703 ადამიანი.