კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი | 21 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქარართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 2 243 კოვიდინფიცირებული.

ამ დროისთვის, NCDC-ის ცნობით ქვეყანაში ფიქსირდება კორონავირუსის 23 976 აქტიური შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.06 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.65 %-ია.