43 გარდაცვლილი და 2016 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 22 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 852 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 946 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 016 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 600 412-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 024 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 567 797.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 664 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა – 130, იმერეთი – 289, ქვემო ქართლი – 145, შიდა ქართლი – 103, გურია – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 188, კახეთი – 301, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.