განახლებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი. სულ გუშინ ჩატარდა 34 331 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.17%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა,
- აჭარა – 84
- იმერეთი – 278
- ქვემო ქართლი – 102
- შიდა ქართლი – 119
- გურია – 50
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 153
- კახეთი – 220
- მცხეთა-მთიანეთი – 49
- სამცხე-ჯავახეთი – 33
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 005 საიდანაც: 4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 711, აჭარაში – 494, იმერეთში – 948.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 408, აჭარაში – 125, იმერეთში – 298. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 34, იმერეთში – 32.