დროა აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, მეც იგივეს ვაპირებ - სააკაშვილი ემიგრანტებს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი მიმართვა ჩაწერა, სადაც უცხოეტში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს ჩამოვიდნენ საქართველოში.

მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის შიდა კვლევებიტაც კი „ქართული ოცნება“ ვერ უახლოვდება სანუკვარ 43%-ს და ეს არის მათთვის ძალიან ცუდი ამბავი. მიხეილ სააკაშილის თქმით, ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს და აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდა თაობა, ასევე ელენე ხოშტარია და მისი გუნდი.

„მე მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ახლა არის დრო ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, იმიტომ რომ ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას. და მეორე, ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალება, დაურეკეთ თქვენს ნათესავებს და უთხარით, რომ მივიდნენ ყველანი არჩევნებზე. არავინ არ ჩამოუშვას ხელები,  ეს არის გადამწყვეტი დრო, “- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.