ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 21 151, მძიმე პაციენტია - 1 052 პირი

პუბლიკა

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 151 საიდანაც:

• 4 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 687, აჭარაში – 472, იმერეთში – 950.

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 052 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 125, იმერეთში – 282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 30, იმერეთში – 32.

• 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 437 – თბილისში, 245 – აჭარაში.

• 15 709 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში ქვეყენაში კორონავირუსის 1132 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2956  პაციენტი, გარდაიცვალა 30 ადამიანი.