ახალბედა მომღერალმა, ბილი აილიშმა გრემის ყოველწლიურ 62-ე დაჯილდოებაზე ოთხ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა.
„საუკეთესო ახალი არტისტი“, „წლის საუკეთესო ალბომი“, „წლის საუკეთესო სიმღერა“ და „წლის საუკეთესო ჩანაწერი“ ის მთავარი კატეგორიებია, რომელშიც ბილი აილიშმა 4 გრემი მიიღო.
ბოლო არტისტი, რომელმაც ერთ წელიწადში ამ ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, იყო კრისტოფერ კროსი – 1981 წელს. ბილი აილიშმა იმავე დაჯილდოებაზე მეხუთე გრემიც მიიღო, საუკეთესო „პოპ ვოკალური ალბომისთვის”.