სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულებს – ინფორმაცია „პუბლიკას“ სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ნინო ლომჯარია უკვე გზაშია და სააკაშვილს დღეს მოინახულებს.