სახალხო დამცველი სააკაშვილს დღეს მოინახულებს

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულებს – ინფორმაცია „პუბლიკას“ სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ნინო ლომჯარია უკვე გზაშია და სააკაშვილს დღეს მოინახულებს.