ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩევლის აქტივობა 10:00 საათისთვის 7.41% იყო, რაც რაოდენობრივად 259 273 ამომრჩეველია.
ცესკოს მიხედვით, ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში – 11.2%; ყველაზე დაბალია აქტივობა ქვემო ქართლში – 6.1%.
ცესკოს განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ცესკოს მიხედვით, 10:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 6.74% იყო.