ეს არჩევნები საქართველოში დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი იყო - ჯიმ რიში

პუბლიკა

„ეს არჩევნები საქართველოში იყო დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი.

საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება არჩევნების მეორე ტურსაც“, – ასე გამოეხმაურა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი, ჯიმ რიში საქართველოში გამართულ არჩევნებს.

სენატორი აცხადებს, რომ შეშფოთებულია დაშინებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით.

„საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს მართავს, უნდა მოაგვაროს ეუთოს მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, – წერს ჯიმ რიში.