თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 27 ოქტომბერს დაგეგმილი აქციისთვის „გარკვეული თანხები იხარჯება“. მისივე თქმით, ხარჯები პარტიის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.
„ეს არის კვების საფასური, ოფიციალურად ხდება ყველაფერი, აქ დამალული არაფერი არაა. ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, რომ თითქოს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ უფლება… მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მობილიზებაც გააკეთოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შვებულებები, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მობრძანდით ხვალ. ადამიანი, როდესაც მოგყავს, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველყოფთ კვებას, ამას პარტია აკეთებს და ეს არის ოფიციალური ხარჯები, ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ“, – თქვა კახა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აქციის მხარდამჭერთა შეკრება იმაზე ნაკლები თანხა დაჯდება, ვიდრე ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჯდა.
27 ოქტომბერს 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ოცნების“ მხარდამჭერები შემაჯამებელ აქციას გამართავენ.