იქით იდგა მიშა, აქეთ იდგა საქართველო - ეს არის განსხვავება ორ შეკრებას შორის - კობახიძე გუშინდელ აქციაზე

პუბლიკა

„როდესაც ხდება ადამიანების იძულება, იქ მუხტი არ იგრძნობა ხოლმე. ჩვენ ვნახეთ როგორი იყო მუხტი გუშინ, მათ შორის გახსოვთ შეძახილები – „საქართველოს გაუმარჯოს!“, თქვენ აქციაზე როცა იყო ანალოგიური პათოსი, იქ ისმოდა შეძახილები –  „თავისუფლება მიშას!“, იქით იდგა მიშა – თქვენი დამნაშავე ბელადი, აქეთ იდგა საქართველო – ეს არის განსხვავება ორ შეკრებას შორის“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინდელ აქციაზე საჯარო მოხელეების მობილიზებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

„ერთი ბელადი არის ციხეში, მეორე ბელადი არის თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი, როდესაც ეს ადამიანი, ყველამ ვიცით რომ „ნაციონალურ მოძრობაში“ მეორე კაცია –  გვარამია, როდესაც ბიომასას უწოდებს იქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, ეს არის სასოწარკვეთილების გამოხატულება“, – მიმართა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს კობახიძემ.