მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს - ICRT სააკაშვილზე

პუბლიკა

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს (ICRT) განცხადებით, ისინი გმობენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას მისი ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის დროს, სადაც მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ იქნება.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, წამების მზარდი საფრთხის გამო, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ემუქრება. მტკიცედ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაიცვას და პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს“, – აცხადებს ICRT-ის გენერალური მდივანი ლიზა ჰენრი.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო თავის განცხადებაში ასევე იშველიებს სახალხო დამცველის შეფასებებს, რომ სააკაშვილი მოტყუებითა და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში და ეს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევაა. ამასთან, მე-18 პენიტენციურ დაწესებულებას არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა სათანადო მკურნალობისთვის. ICRT წერს, რომ ომბუდსმენმა მოითხოვა სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ გამოძიების ჩატარებაც.