მწერლებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა დაკავებული მწერლის, ტორესა მოსის მხარდასაჭერად აქცია მწერალთა სახლის ეზოში გამართეს.
ტორესა მოსი 12 ნოემბერს თელავში აქციის მიმდინარეობისას დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ტორესა მოსი უკანონოდ დააკავეს, რადგან იგი მშვიდობიანად ცდილობდა ესარგებლა საკუთარი კონსტიტუციური უფლებით.
„მომსწრე ვართ იმ სიტუაციის, როდესაც მწერალი მისი გამოხატვის თავისუფლების გამო შეიძლება, ჩააყუდონ ციხეში, ყოველგვარი ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე. მოვითხოვთ, რომ ყველამ მოუხმეთ კეთილგონიერებას და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ამ პოლარიზებულ საზოგადოებას კიდევ მეტად არ დაყოფს“, – განაცხადა პოეტმა პაატა შამუგიამ.