„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათი პარტიის ოფისის კედლებზე დაუდგენელმა პირებმა გააკეთეს წარწერები, ფასადი დააზიანეს და საყოფაცხოვრებო ნაგავი დაუყარეს.
„წარწერები არის გაკეთებული კედლებზე, მიიტანეს ბევრი საყოფაცხოვრებო ნაგავი, დაყარეს და გარედანაც შენობაზე არის წარწერები გაკეთებული და რაღაც ფოტოებია კიდევ ჩამოკიდებული. ეს შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჩვენ თავის დროზე როცა გვინდოდა კონდინციონერის გაკეთება, არ შეიძლებოდა კედელზე რამე დაზიანების გაკეთება. მთელი შესასვლელი და გარედან ფასადი არის გაფუჭებული. გასაგებია, რომ ეს არის სუს-ის პასუხი. იგივე გააკეთეს, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენი პერფორმანსები გაგვიმეორეს ჩვენთან ოფისთან.
რომ დაფიქრდე, რას გიკეთებს საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი მთავრობა და საკუთარი სპეცსამსახურები, რომლებიც სხვა რაღაცებით უნდა იყვნენ დაკავებულები, საგიჟეთია ქვეყანაში. ხო გასაგებია, რომ მაგათი გაკეთებულია. ნაგავი ჩვენი პერფორმანსის ნაწილი იყო. ქათმის ფეხები – ასევე, გუშინ პერფორმანსი გვქონდა, იქ გამოვიყენეთ და მოიტანეს და დაგვიყარეს“, – ამბობს „ტვ პირველის“ ეთერში ჯაფარიძე.
მისივე თქმით, გუშინ მომხდარის გამო პოლიციაც გამოიძახეს,
„კამერებიც არის, შეუძლიათ ამოღება და დადგენა, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა. რა მნიშვნელობა აქვს. რომც იპოვონ ვინმე კონკრეტული გამკეთებლები, გასაგებია სუს-ის თანამშრომლები მაგას არ გააკეთებდნენ, ვინმეს მოიყვანდნენ, გააკეთებინებდნენ. მთავარია, ბრძანება ვინ გასცა. ბრძანება ვინ გასცა, ისედაც გასაგებია, გამოძიების გარეშ. ვიღაცა რომ დააკავონ და თქვან, რომ ამან გააკეთა და დააჯარიმონ 1000 ლარით, ეგ ხო არაფერს არ შეცვლის“, – ამბობს ჯაფარიძე.