არ გვაქვს პასუხი, მიეცემა თუ არა სააკაშვილს შესაძლებლობა სასამართლოში კვლავ წარდგეს - თუთბერიძე

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით არ აქვთ პასუხი გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს რიგით მეორე სასამართლო სხდომაზე, როემლიც 2 დეკემბერსაა ჩანიშნული.

„პასუხი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტს მიეცემა თუ არა შესაძლებობა სასამართლოში კვლავინდებურად წარდგეს. რაც დარწმუნებით ვიცით, არის ის, რომ ხელისუფლება ყველა გზას მიმართავს, რომ ეს ასე არ მოხდეს და მიხეილ სააკაშვილს აღარ ჰქონდეს ქართველ ხალხთან კომუნიკაციის საშუალება.

არგუმენტებს რაც შეეხებამ, როდის იყო, რომ პენციტენციური სამსახური რაიმე არგუმენტებზე აყრდნობდა თავის გადაწყვეტილებას გადაყვანის ან არგადაყვანის შესახებ. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად აბსურდული მიზეზები არგადაყვანაზე და როცა გარემოებები არ შეცვლილა – გადაყვანაზე.

ერთადერთი რაზეც ეს ხელისუფლება რეაგირებს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არის ძალიან ძლიერი საერთაშორისო წნეხი და როზგი საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან, ამიტომ პროგნოზირება ამისი [სასამართლო პროცესზე დასწრებაზე] ცხადია რომ შეუძლებელია“,- განაცხადა თუთბერიძემ.