გუშინ ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპული ოჯახის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 4 არასრულწლოვანი იყო.
კომენტარი მედიასთან მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა გააკეთა. მოადგილის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წოწკოლაურის თქმით, ოჯახს ყოველთვიურად 1330 ლარი ერიცხებოდა, – მათ შორის, საარსებო შემწეობა – 680 ლარის ოდენობით, ასევე, ოჯახის ორ წევრს მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამისად იღებდნენ სოციალურ პაკეტს – თითოეული მათგანი 140 ლარის ოდენობით.
“ხოლო ოჯახის ერთი წევრს, ასაკით პენსიონერს სახელმწიფოსგან 220 ლარი ერიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახი, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარს იღებდა.” – განაცხადა წოწკოლაურმა.
მისი თქმით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში, მოხდა ოჯახის გადამოწმება, რადგან მათ არ გააჩნდათ კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერი.
მინისტრის მოადგილის განცხადებით – „აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განხორციელდა ხელახალი გადაფასება. დეკემბრის თვეში ხარვეზი აღმოიფხვრა და მათ მიიღეს სამი თვის განაცდური, რომელიც შეადგენდა 2040 ლარს. ამას გარდა 2020 წლის იანვრის თვიდან შეუფერხებლად მიმდინარეობდა სოციალური გასაცემლებით უზრუნველყოფა.“
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახი ცხოვრობდა ბაღდადში თამარ მეფის N 13 ნოემბერში, ყოფილი სტამბის შენობაში, რომელიც ოჯახს ბაღდათის მერიამ გადასცა. ამ მისამართზე იღებდნენ სოციალურ დახმარებას. თუმცა მომხდარი ტრაგედიის დროს სხვა მისამართზე იმყოფებოდნენ.