ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნია, ჟურნალისტის შეკითხვაზე, დარჩება თუ არა ის თანამდებობაზე, პასუხობს, რომ ის მზად არის ნებისმიერი პოზიციიდან იმუშაოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს გარდამავალი პერიოდი, ყველა რისკის მართვა, რაც პანდემიას შესაძლოა, უკავშირდებოდეს.
„ჩვენ ამ კვირაში კონსულტაციებს გავივლით ახალ მინისტრთან ყველა საკითხზე, მათ შორის საკადრო საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო პასუხით, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას დაგიბრუნდებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს ის პროექტები, რომელიც ამ პირობებში მიმდინარეობს, ასევე ტექნიკური რესურსი, რაც ხმარდება, რომ ფუნქციონირებადი იყოს და ოპტიმალურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. ჩემი სამინისტროში დარჩენა , ვიდრე საჭირო იქნება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ გარდამავალი პერიოდი, ყველა რისკის მართვა, რაც პანდემიას შესაძლოა უკავშირდებოდეს, რამდენი ხანიც იქნება საჭირო, მე ამ სამსახურისთვის მზად ვარ ნებისმიერი პოზიციიდან“, – განაცხადა გაბუნიამ.