დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფიცირებულთან კონტაქტირებულთათვის ინსტრუქციას აქვეყნებს:
- შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან! დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტინში 8 დღით, (აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი 9 − 12 კალენდარული დღის განმავლობაში) თუ:
❌არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი;
❌მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე;
❌მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე;
❌კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი.
- თვითიზოლაცია/კარანტინი არ გესაჭიროებათ თუ:
✅ გაკეთებული გაქვთ ბუსტერი;
✅ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე;
✅ კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე.
✅ აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში მათ შორის დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას!