ორთაჭალაში შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება

პუბლიკა

ორთაჭალაში შინააგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია იმართება.

მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად დღეს გავრცელებული ვიდეოს გამო შეიკრიბნენ, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი ახალგაზრდა კაცს სცემს.


დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.

ვიდეომასალაზე ასახულია, რომ პოლიციელს მოქალაქე  შეკრული ხელებით ესკალატორზე აჰყავს, შემდეგ კი ერთ-ერთ ოთახში შეჰყავს და თავისა და სახის არეში ურტყამს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელის მიერ ახალგაზრდა კაცის ცემის ვიდეოკადრებზე მოკვლევა დაიყო და მასალები უკვე გადაეგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

მათივე ცნობით, იქსპექტორის სამსახურმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.