საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე (ბუსტერ) დოზით აიცრებიან, წახალისების სახით 100 ლარს მიიღებენ.
„გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით, გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, წახალისდება 100 ლარის ოდენობით.
მოგეხსენებათ, ძალიან მომატებულია ინფიცირების რაოდენობა და მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი ტესტს იტარებს, მიუთითოს სწორი მონაცემები ტელეფონის ნომრის სახით, რომ არ გაჭირდეს მასთან დაკავშირება“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ.