მივმართეთ საბჭოს, თებერვლიდან უსიმპტომო ადამიანების სისტემური ტესტირება დროებით შევაჩეროთ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, ტესტირება გაიკეთონ იმ შემთხვევაში, თუკი აქვთ სიმპტომები, რათა არ გადატვირთონ ლაბორატორიები.

„მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ამ ეტაპზე ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიებს. იცით, როგორი რიგებია ლაბორატორიებში. აქედან გამომდინარე, უსიმპტომო ადამიანი, თუ ის არის კონტაქტირებული, 8 დღე უნდა ბრძანდებოდეთ სახლში.

ჩვენ საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ 1 თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე. რა თქმა უნდა, სიმპტომებიანი ადამიანი ყველა სასურველია, რომ გაიტესტოს, რათა დადასტურდეს, არის თუ არა ინფექცია და შესაბამისად იმოქმედონ მერე იმ ალგორითმით, რომელიც დღეს არის დადგენილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.