17 530 ახალი შემთხვევა და 39 გარდაცვლილი | 26 იანვრის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად ბევრი, 17 530 შემთხვევა გამოვლინდა. განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 39 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 5 087 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 172 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 900 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 272 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 19.58%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადები: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა – 1 958, იმერეთი – 1 990, ქვემო ქართლი – 831, შიდა ქართლი – 877, გურია – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი – 391, სამცხე-ჯავახეთი – 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 100 013 საიდანაც: 4 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 954, აჭარაში – 650, იმერეთში – 934. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 999 პირი, მათ შორის, თბილისში – 409, აჭარაში – 132, იმერეთში – 269.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 51, იმერეთში – 25. 2 023 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 201 – თბილისში, 656 – აჭარაში. 93 339 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.