შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც  გავაკეთებთ – კალაძე უკრაინაზე

პუბლიკა

დედაქალაქის მერიის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინაში განვითრებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენაა მიმართული და რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც  გავაკეთებთ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კალაძემ.