28 იანვარს Georgian Airways-მა თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა დანიშნა. ინფორმაციას ავიაკომპანია Facebook-გვერდზე ავრცელებს.
როგორც ავიაკომპანიაში „პუბლიკას“ განუცხადეს, პირდაპირი რეისი რეგულარული არ იქნება და მხოლოდ ერთჯერადია. ბილეთის ფასი კი 800 ლარის ფარგლებში იქნება.
თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისი 28 იანვარს, დილის 10 საათზე შესრულდება.
რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო გამოსვლები. მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს მიჰყავდა.