თბილისის მერიის ცნობით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები, იგივე მეტრომანები უქმდება.
„აღნიშნული სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია. მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას“, – აცხადებს მერია.