NDI-ის კვლევით, არც ოპოზიცია და არც „ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით არ მოქმედებს

პუბლიკა

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არავინ მოქმედებს ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

შეკითხვაზე – ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებებს, რომ მმართველი პარტია ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს – პასუხები ასე განაწილდა:

  • ვეთანხმები – 36%;
  • არ ვეთანხმები – 51%;
  • არ ვიცი – 11%;
  • უარი პასუხზე – 2%.

მოსახლეობა ასევე ფიქრობს, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩეული ოპოზიციური პარტიებიც არ მოქმედებენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

ოპოზიციის შესახებ იმავე შეკითხვაზე პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

  • ვეთანხმები – 31%;
  • არ ვეთანხმები – 53%;
  • არ ვიცი – 15%;
  • უარი პასუხზე – 1%.

კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.

საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).