ვესაუბრე პუტინს, უკრაინაში შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება - ჯონსონი

პუბლიკა

კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის საკითხზე ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

ბორის ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ რუსული ჯარის უკრაინაში შესაძლო შეჭრას ტრაგიკული შეცდომა უწოდა.

„დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და გამოვხატე ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მტრული მოქმედებების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე მეტად შეჭრა იქნება ტრაგიკული შეცდომა. დიალოგი და დიპლომატია ერთადერთი გზაა წინსვლისთვის, “- განაცხადა ბორის ჯონსონმა.