ლარი დოლართან 6, ევროსთან კი - 8 თეთრით გაუფასურდა

პუბლიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9687 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0589 ლარი, ანუ თითქმის 6 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4348 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3594 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0754  ლარი შეადგინა.

ბოლო კვირების განმავლობაში ლარი სტაბილურად მყარდებოდა.