ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკა მოსკოვში ჩაფრინდა. ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
მინსკის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება, კიდევ რამდენ ხანს დარჩება რუსული სამხედრო ძალები უკრაინის ჩრდილოეთ მხარეში.
„ყველაფერი ისე იქნება, როგორც ხვალ გადავწყვეტთ“, – სააგენტო BelTa-ს ცნობით, ეს განცხადება ლუკაშენკამ ხუთშაბათს გააკეთა.
„თუ გადავწყვეტთ, 24 საათში გამოვიყვანთ სამხედროებს. თუ ერთ თვეზე შევჯერდით, ისინი ერთ თვეს დარჩებიან. შეიარაღებული ძალები იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკამ. კომენტარს BelTa-ზე დაყრდნობით სააგენტო Reuters ავრცელებს.
მისივე თქმით, მოსკოვი და მინსკი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სამხედრო აღჭურვილობას ბელარუსში დატოვებს. მინსკი კი ამ სამხედრო აღჭურვილობას რუსეთისგან შეიძენს, ან უბრალოდ „საჩუქრად“ მიიღებს.