ისტორია უნდა იყოს გზამკვლევი, უნდა ვიხელმძღვანელოთ 2014 წლის და საქართველოში 2008 წლის მოვლენებით - ბლინკენი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე უკრაინაზე საუბრისას ყურადღება სოლიდარობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან საქართველოს 2008 წლის მაგალითიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისტორია მიმდინარე პროცესებში გზამკველვად უნდა გამოიყენონ.

„ჩვენ  მზად ვართ, რომ დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა წარსული უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ფაქტები კი გვიჩვენებს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ამ ბოლო დროს გაჟღერებული ინფორმაციის ჩათვლით. რეალობაში პირიქით, საზღვართან მეტი ძალების კონცენტრაციას ვხედავთ, რაც ნებისმიერი აგრესიის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მანიშნებელი. ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი უდიდესი ბერკეტი ამ გამოწვევის და პრობლემის წინაშე არის ის სოლიდარობა, რომელზეც აქ ყველანი ვსაუბრობთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.